20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მაღაროელებთან მოლაპარაკებებში პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩაერთო

დაძაბული საპროტესტო ღამის შემდეგ გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებებში პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩაერთო. გაფიცულების პოზიციის მოსმენის შემდეგ, პრეზიდენტის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.

კახა კოჟორიძე გაფიცულ თანამშრომლებთან  2011 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დაინტერესდა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს ხელფასები მათ ინფლაციის შესაბამისად გაუზარდოს, თუმცა ამის მიუხედავად ვითავრება ტყიბულში კვლავ დაძაბული რჩება. ასობით მაღაროელი მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, დათმობებზე არ მიდის არც დამქირავებელი კომპანია.

კერძო კომპანიასთან ურთიერთობის მოგვარებას მეშახტეები ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ.

ავტორი: ანი წერეთელი 

ამავე თემაზე
დღის ამბები