08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
პუტინი სირიაში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სირიაში სამშვიდობო პროცესის სირთულეებზე საუბრობს. განცხადება რუსეთის ლიდერმა მოსკოვში, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბრძოლა სირიაში ისლამური სახელმწიფოს, ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებისა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მაინც გაგრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტმა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და სპეცსამსახურებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარე ძალების ჩარევის აღკვეთა დაავალა.

დღის ამბები