08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
9 დაღუპული და 30-მდე დაშავებული - სომალის დედაქალაქში ტერქტი მოხდა

9 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ჯერ ხალხმრავალი პარკის შესასვლელთან აფეთქდა, რამდენიმე წუთის შემდეგ შეირაღებულმა პირებმა აფეთქება პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სასტუმროსთან მოაწყვეს და კომპლექსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. დაღუპულთა გარდა, სროლის შედეგად 30 ადამიანიც დაშავდა.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმაში 4 ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ადგილზევე მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგელობა ადგილობრივმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო.

დღის ამბები