08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა - მოსკოვში ოპოზიციის ლიდერს იხსენებენ

რუსეთში ბორის ნემცოვს იხსენებენ. დღეს ოპოზიციის ლიდერის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

მოსკოვში იმ ადგილას, სადაც ბორის ნემცოვს ესროლეს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. დედაქალაქის ცენტრში მობილიზებულია მილიციის ავტობუსებიც.

კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე მოქალაქეები დილიდან მიდიან და ოპოზიციის ლიდერის ხსოვნას პატივს მიაგებენ. მემორიალი ყვავილებით შეამკო რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმაც. ამ წუთებში კი მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერი 2015 წლის 27 თებერვლის ღამეს მოკლეს. გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჩეჩნეთის 5 მცხოვრებია დაკავებული. 

დღის ამბები