08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
გერმანიის სადაზვერვო სამსახური ჯონ კერისა და კეტრინ ეშტონის სატელეფონო საუბრებს უსმენდა

გერმანიის სადაზვერვო სამსახური ჯონ კერისა და კეტრინ ეშტონის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა შპიგელი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეცსამსახური ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს 2009 წლიდან უსმენდა, სამიზნეთა სიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირადი მობილური ტელეფონიც იყო, თუმცა დაზვერვის თანამშრომელმა, ამერიკის სატელეფონო კოდის ნაცვლად შეცდომით აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის კოდი მიუთითა.

შპიგელის მტკიცებით, პირდაპირი მიყურადების წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, გერმანიის დაზვერვა ჯონ კერის მოსმენას სახელწიფო დეპარტამენტში დაყენებული სხვა ტელეფონების საშუალებით მაინც ახორციელებდა.

დღის ამბები