08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ენიო მორიკონეს სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ჰოლივუდის დიდების ხეივანს 2 ათას 574–ე ვარსკვლავი შეემატა. ის ენიო მორიკონეს სახელობისაა. 87 წლის იტალიელი კომპოზიტორი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს შორის რეჟისორი კვენტინ ტარანტინოც იყო, რომლის ბოლო ფილმის ,,საძულველი რვა’’ საუნდტრეკიც სწორედ მორიკონემ ეკუთვნის. კომპოზიციისთვის ის ოსკარზეცაა წარდგენილი.

კარიერის განმავლობაში ენიო მორიკონემ მუსიკა 450-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა.

დღის ამბები