08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
კომის რესპუბლიკაში მდებარე მაღაროში აფეთქებები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება

კომის რესპუბლიკაში მდებარე მაღაროში, სადაც ორი დღის წინ ავარიის გამო 110 ადამიანი აღმოჩნდა მიწის ქვეშ მოყოლილი, რამდენიმე აფეთქება მოხდა. საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის ცნობით, აფეთქებები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც სამაშველო ოპერაცია ურთულეს პირობებში მიმდინარეობს.

ორი დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა, 80 გადაარჩინეს, 26–ის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია.

გავრცელებული ცნობით, მომხდარის გამო მაღაროს მუშაობა შესაძლოა საერთოდ აღარ აღდგეს. რუსეთის ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებისთვის მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციის გადახდას გეგმავს.

დღის ამბები