08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ტერაქტების სერია ავღანეთში - არიან დაღუპულები

ტერაქტების სერია ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე საგუშაგოსთან აიფეთქა თავი. წინასწარი მონაცემებით 2 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავებული კი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რამდენიმე საათით ადრე აფეთქება ავღანეთის კუნარის პროვინციაშიც მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა სამთავრობო შენობასთან აიფეთქა თავი. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელიც, რომელიც თალიბანის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში აქტიურად მონაწილეობდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ის თალიბანის ორგანიზებული იყო.

დღის ამბები