08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის პოსტის დატოვებას აპირებს

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის პოსტის დატოვებას აპირებს. ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კადიროვმა აღნიშნა, რომ მისი დრო ამოიწურა და რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმითვე, მის გარემოცვაში ბევრი ღირსეული ადამიანი და კარგი სპეციალისტია და მისი შემცვლელი სწორედ ამ გარემოცვიდან უნდა შეირჩეს. რამზან კადიროვს უფლებამოსილების ვადა 5 მარტს ეწურება. ის თანამდებობას ბოლო 9 წლის განმავლობაში იკავებს.

დღის ამბები