08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ შიდა პარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ შიდა პარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი დიდი სხვაობით დაამარცხა. აიოვასა და ნევადის შტატების შემდეგ ეს ჰილარი კლინტონისთვის რიგით მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ვერმონტის სენატორმა უკვე მიულოცა მას წარმატება, თუმცა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ახლა იწყება. კანდიდატები პირველი მარტისთვის ემზადებიან, როდესაც კენჭისყრა ერთდროულად 15-მდე შტატში ჩატარდება.

დღის ამბები