08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
იემენის ჩრდილოეთ რეგიონში ავიაიერიშს 38 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაიერიშს იემენის ჩრდილოეთ რეგიონში 38 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. შეტევა ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა, რის გამოც დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, ავიაციის სამიზნე სამი ავტომობილი გახდა, რომლითაც ადგილობრივი მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. დაბომბვაში საერთაშორისო კოალიციას ადანაშაულებენ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს.

გასული წლის მარტში დაწყებული კამპანიის შემდეგ იემენში, გაეროს მონაცემებით, 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 

დღის ამბები