08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
"გრეის 50 ელფერს" ოქროს ჟოლოზე რამდენიმე ქანდაკება გადაეცა

ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ჰოლივუდში ტრადიციულად წლის ყველაზე წარუმატებელი ნამუშევრები გამოავლინეს.

რიგით 36–ე ცერემონიაზე ყველაზე მეტი ოქროს ჟოლოს ქანდაკება ფილმს "გრეის 50 ელფერი" ერგო. ელ ჯეიმსის რომანის ეკრანიზაცია, ფანტასტიურ ოთხეულთან ერთად, წლის ყველაზე ცუდ ფილმად აღიარეს. სურათმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში "ყველაზე ცუდი სცენარი", მთავარი როლის შემსრულებლები დაკოტა ჯონსონი და ჯერემი დორნანი კი წლის ყველაზე ცუდ მსახიობებად და ყველაზე ცუდ დუეტად დასახელდნენ.

ოქროს ჟოლოს ქანდაკება ერგო ფანტასტიური ოთხეულის ავტორს ჯოშ ტრენკს ყველაზე ცუდი რეჟისურისთვის.

დღის ამბები