08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
ტერქატს ერაყში 70 ადამიანი ემსხვერპლა - 100-ზე მეტი დაშავდა

ტერქატს ერაყში 70 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავებულია. აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში მდებარე ბაზრობაზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა კამიკაძემ მოაწყო. მომხდარი საკუთარ თავზე უკვე ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამის სახელმწიფომ აიღო.

შიიტურ უბანს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ერაყელმა სამართალდამცველებმა ბაღდადის ცენტრში რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს. მოკლულია ისლამის სახელმწიფოს ათზე მეტი წევრი.

დღის ამბები