08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ტეხასში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მგზავრები დაიღუპნენ

ტეხასში ოთხადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფისას, ბორტზე ოთხი ადამიანიდან ორი ბავშვი იმყოფებოდა, ოთხივე მგზავრი დაღუპულია. მათი ვინაობა არ ხმაურდება.

თვითმფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ქალაქ ნავასოტაში ასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ავარიის მიზეზებს სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ ასახელებენ.

დღის ამბები