08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
გაერო სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას გეგმავს

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გაერო ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში ორგანიზაცია გეგმავს, რომ წყალი, საკვები და მედიკამენტები 150 ათასამდე ადამიანს გადასცეს.

გაეროში მზად არიან, მარტის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე ოჯახსაც დაეხმარონ, რომლებიც რთულად მისადგომ რეგიონებში იმყოფებიან.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელშიც სამთავრობო ძალები, ამბოხებულები და ქურთები მონაწილეობენ, სირიაში 2 დღის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ლოკალური შეტაკებებისა და იერიშების გამო, მხარეები ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები