08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
საზარელი მკვლელობა მოსკოვში-ეჭვმიტანილს ქალაქში ბავშვის თავი დაჰქონდა

საზარელი მკვლელობა მოსკოვში. სამართალდამცველებმა ერთ–ერთ მეტროსთან ქალი დააკავეს, რომელიც საკუთარი აღსაზრდელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ქალს ხელში ბავშვის თავი ეჭირა და აფეთქებით იმუქრებოდა. დასახიჩრებული ცხედარი სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში იპოვეს, სადაც ხანძარის გამო მივიდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილმა 4 წლის გოგონა ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. უახლოეს პერიოდში დაკავებულს ფსიქიატრიულ შემოწმებას ჩაუტარებენ.  

დღის ამბები