08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ირანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ლიდერობენ

ირანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ლიდერობენ. წინასწარი მონაცემით, რეფორმატორები და ცენტრისტები იკავებენ ადგილების უმრავლესობას საკანონდმებლო ორგანოშიც და ექსპერტთა საბჭოშიც, რომელიც ირანის სულიერ ლიდერს ირჩევს.

აიათოლა ალი ხამენეის ხშირი ავადმყოფობის ფონზე ექსპერტები ამ კენჭისყრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ექსპერტთა საბჭო 88 წევრისგან შედგება და მას 8 წლიანი ვადით ირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები ირანში პარასკევს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 33-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო.

დღის ამბები