20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ევროპული კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით არასამთავრობოებმა ბრიფინგი გამართეს

ევროპული კომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ამ ანგარიშში საუბარია რეკომენდაციებზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება იმას, რომ ხელისუფლება უნდა გადახედოს ან უნდა გადაწყვიტოს ხელშეკრულებები ისეთ მედიასაშუალებებთან, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას.

“ეს არის ზოგადად გაუარესებული კლიმატი, რასაც ხელს უწობს სიძულვილის ენა, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, ასევე იმ მედიების წახალისების, რომელიც არის სიძულვილის ენის წყარო. ხელისუფლება არ უნდა ახდენდეს მათ ლეგიტიმაციას, ამაში არის პრობლემა,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის თქმით, 2012 წლიდან ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით გაუარესდა მდგომარეობა.

“ანგარიშის მიხედვით, 2012 წლიდან ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით გაუარესდა მდგომარეობა. არ არის გამოძიებული ის შეთხვევები, მაგალითად, როდესაც მუსლიმ თემს დევნიდნენ, არ აძლევდნენ რიტუალის ჩატარების უფლებას და ირღვეოდა მათი უფლებები. იძლევა რეკომენდაციას, რომ შეიქმნას სპეციალური დანაყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც იმუშავებს რასისტულ და ჰომოტრანსფობიურ დანაშაულებზე,“ -განაცხადა ეკა ჭითანავამ.

 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

დღის ამბები