20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
საბჭომ გადაამეტა თავის უფლება-მოსილებას და დაარღვია კანონი - სოფო ვერძეული

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებსი წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკანონო იყო მამუკა ახვლედიანის გადაყენება იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა და ყველაზე მეტად ხაზს უსვამენ იმას, რომ პარასკევს იუსტიციის საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც, მათი განცხადებით, ცდილობს, რომ ახალი კანდიდატურა, ანუ მამუკა ახვლედიანის შემცვლელი, დაამტკიცოს დაჩქარებული გზით.

“ორ ვარიანტზე ვმსჯელობდით. ერთი ეს არის ადმინისტრაციული წესით დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ოპტიმალური გამოსავალი და მეორე, ეს არის საკონსტიტუცია სასამართლოსთვის მიმართვა და დანიშვნის და გათავისუფლების შეჩერების კონსტიტუციურობაზე დავა და ამ ნორმის შეჩერება," – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, საბჭომ გადაამეტა თავის უფლება-მოსილებას და დაარღვია კანონის მოთხოვნები. 

“საბჭომ გადაამეტა თავის უფლება-მოსილებას, შეიჭრა სხვა ორგანოს კომპეტენციაში, რითაც, რა თქმა უნდა, დაარღვია კანონის მოთხოვნები. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ ამ დავას უნდა ჰქონდეს საკმაოდ პერსპექტიული მომავალი, თუკი ის სასამართლოში გასაჩივრდება,“ -   აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები