20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
„სამართალი არის მასხრად აგდებული“ - ზაზა ხატიაშვილი

საქალაქო სასამართლოს გამოხმაურებას ზაზა ხატიაშვილის განცხადებაზე, პასუხობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ხატიაშვილი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უწყების სირცხვილად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ მიქაუტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კლანური მმართველობის დასტურია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი გიორგი მიქაუტაძის საქალოქო სასამართლოს თავმჯოდმარედ დანიშვნა საფრთხის ქვეშ დააყენებს მთლიანად სასამართლო სისტემას. ზაზა ხატიაშვილმა გიორგი მიქაუტაძე სასამართლო გადაწყვეტილებების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯოდმარის ეს განცხადება საქალაქო სასამართლომ მოსამართლის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა.

„სამართალი არის მასხრად აგდებული,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები