სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პარტნიორთა კრების გადაყვწეტილება დირექტორის გათავისფულების შესახებ ძალაში დატოვა.
მაესტროს გენერალური დირექტორი მეორე ინსტანციისგან საქალაქო სასამრთლოს იმ განჩინების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი ეთქვა, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა შესაძლოა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დავის დასრულებამდე დაარეგისტრიროს.
„სააპელაციომ მითხრა უარი ჩემი სარჩელის მიღებაზე და ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დაჩქარებული წესით. ამაში ჩანს ხელისუფლების ჩარევა, რომ ორმაგი სტანდარტებია. რაც აწყობთ იმას ჩქარა განიხილავენ,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.