20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბრძოლა მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის - მთავარი მოთხოვნა მომხმარებლებისთვის პატიმრობის გაუქმებაა

მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის ბრძოლა გრძელდება - ახალი პოლიტიკური ცენტი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება. მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო, ინიციატორები სისხლის სამართლის კოდექსში იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც 5 გრამამდე მარიხუანისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.

პირველი მოსმენით მისაღებად კანონპროექტს მხოლოდ სამი ხმა დააკლდა. ცვლილებების წინააღმდეგი 21-ვე დეპუტატი აღმოჩნდა, ყველა ქართული ოცნების წევრი. ამის მიუხედავად მმართველი კოალიციის ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკას დახვეწა სჭირდება.

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 47 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

ნაციონალური მოძრაობა დეკრიმინალიზაციის გარდა, ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ნინო სამყურაშვილი. 

 

 

დღის ამბები