20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პრემიერის განცხადებას ადრესატი - ბათუმის წყლის ხელმძღვანელი გამოეხმაურა

პრემიერის განცხადებას ადრესატი - ბათუმის წყლის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ალეკო მიქელაძის განცხადებით, წყლის გადაკეტვა კვების ობიექტისთვის გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოხდა. დღესვე განმარტება გააკეთეს იმ რესტორანში, სადაც რამდენიმე დღის წინ წყლის მიწოდება შეწყდა. ბიქეის თანამშრომლები ყვებიან, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება წყლის გადაკეტვის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც რესტორანში შევიდა და მისთვის სასურველი ადგილი დაკავებული აღმოჩნდა.

“როცა ბოდიში მოვუხადეთ და ვუთხარით, რომ სხვა ადგილი არ იყო გარდა იმ თავისუფალი მაგიდისა და გაბრაზებული სახით გვითხრა, რომ დაგიცლით საერთოდ რესტორანსო, მისი გასვლიდან 15 წუთში გადაგვიკეტა წყალი„ - აღნიშნა "ბიქეის" თანამშრომელმა.

პრემიერის განცხადების შემდეგ მომხდარზე კომენტარი გააკეთა თავად ბათუმის წყლის მმართველმა ალეკო მიქელაძემ.

“გამოვთქვა მზადყოფნას ყველა იმ დაინტერესებულ უწყებასთან თანამშრომლობაზე რათა განვუმარტო მათ, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული კონკრეტულად ამ კაფის მიმართ და ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი“ - აღნიშნა კომპანია ბათუმის წყლის მმართველმა ალეკო მიქელაძემ.

დღის ამბები