პრემიერის განცხადების შემდეგ, ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ალექსანდრე მიქელაძემ ჯერ პირადი ინტერესებისთვის უწყების გამოყენება ცალსახად უარყო, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ სამსახურიდან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიდის.
დღესვე განმარტება გააკეთეს იმ რესტორანში, სადაც რამდენიმე დღის წინ წყლის მიწოდება შეწყდა. "ბიქეის" თანამშრომლები ყვებიან, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება წყლის გადაკეტვის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც რესტორანში შევიდა და მისთვის სასურველი ადგილი დაკავებული აღმოჩნდა.