კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ლაგოდეხში მცხოვრები 89 წლის ქალის ბედით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით გამოძიება დაიწყო.
ამბის გახმაურების მიუხედავად ლიდა რეჟინკოვათვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, მოხუცი ისევ ძველ ადგილას რჩება და ვერც გარეთ გამოსვლას ახერხებს.
განსხვავებულ ინფორმაციაზე საუბრობენ სოციალურ სამსახურში. მათი განმარტებით, მოხუცთა თემში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა ის ამაზე არ თანხმდება. სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ მოხუცის თანხმობის გარეშე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდება.
მეზობლების განცხადებით მოხუცი ქალი გაუსაძლის პირობებში იმ ბინის გამო ჩაკეტეს, რომელიც რამდენიმე წელია უკვე სადავოა.
ავტორი: ია გულიაშვილი