20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სტუდენტებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებსა და უნვერისტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მას შემდეგ, რაც დაიწყო უნივერსიტეტში სენატის სხდომა, სტუდენეტები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ ამის საშულება არ მისცეს, და სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ. პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უპირისპირდება. ახალგაზრდები გიორგი გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები