20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა,"-მაკა ასათიანი

მაკა ასათიანი ბაჩო კიკაბიძის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერეციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს მაესტროს გადასარჩენად  და თანახმაა შენობა, საიდანაც მაესტრო მაუწყებლობს იმ ტელევიზიას გადასცეს, რომელზეც ბაჩო კიკაბიძე საუბრობდა

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გავეცანი ილია კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ  ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც  დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი,  თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები  მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის  ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც  ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ  აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი.  მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც.

ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ  გადავცე  ბაჩო კიკაბიძის  ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის."

ამავე თემაზე
დღის ამბები