უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე პირველ განცხადებას აკეთებს მთავრობის მეთაური. პრემიერმინისტრმა დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა. პრემიერის გარდა კანდიდატურის მოხსნას გიორგი გაფრინდაშვილს მმართველი გუნდიც მოუწოდებს, თუმცა ამავე დროს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს.
კანცლერობის კანდიდატის მიმართ პრემიერის მოწოდებას უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე პროცესებში ჩარევად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ უნივერსიტეტი ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის მიერ იმართება და ამის შესახებ ხელისუფლებაც ინფორმირებულია.
ავტორი: ეკო მაღრაძე