20 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
თვალთვალიც და მოსმენაც ხორციელდებოდა ბუკა პეტრიაშვილზე - ეკა მიშველაძე

ირაკლი სესიაშვილის განცხადებას გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ ცოტა ხნის წინ უპასუხა  ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.

“მართალი თქვა ირაკლი სესიაშვილმა, მე იმ მომენტში, გარკვეული მიზეზების გამო, არ მსურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ თვალთვალიც და მოსმენაც იყო, ოღონდ ეს ხორციელდებოდა არა ჩემზე, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ბუკა პეტრიაშვილზე. ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე ამ თემაზე არ ვისაუბრე და არ მსურდა საუბარი. შესაბამისად, რადგან დღეს ამ თემაზე ვაკეთებ კომენტარს, ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან,“ - განაცხადა მიშველაძემ.        

დღის ამბები