თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა საკუთარი განდიდატურა მოხსნა. გიორგი გაფრინდაშვილმა გადაწყვეტილება , აკადემიურის საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღო.
„მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. იმისთვის , რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს. ჩემთვის უნივერსიტეტში ყოფნის და თანამდებობის დაკავების მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ უნივერისტეტი ყოფილიყო კიდევ უფრო წარმატებული,“-განაცხადა გაფრინდაშვილმა .
რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის უკვე ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ ბრალდებები არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს.
გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს , მიღებული გადაწყვეტილების გამო ბოდიში მოუხადა . გაფრინდაშვილი ამბობს, რომ უკანდახვის გადაწყვეტილება, უნივერსიტეტში შექმნილმა უმართავმა მდგომარეობამ განაპირება.
გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ სტუდენტები, რომელბიც თბილისი სახლემწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტი აქციებს, უკვე რამდენიმე დღეა მართავენ.