20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პაპავას პირველი კომენტარი სხდომის დასრულების შემდეგ-რექტორი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ შენობა სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.

"არ გადადგე" - ამ შეძახილებით გააცილეს ლადო პაპავა უნივერსიტეტის შენობიდან აუდიტორია 115-ის მხარდამჭერმა სტუდენტებმა.

პაპავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს.

უნივერსიტეტის რექტორს არ დაუკონკრეტებია რატომ დატოვა შენობა და სად წავიდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ის სავარაუდოდ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს ხვდება.  

ლადო პაპავა უნივერსიტეტში დაბრუნებას მოგვიანებით ისევ გეგმავს.

დღის ამბები