20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
დაძაბული ღამე უნივერსიტეტში - სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს შორის ამჯერად ფიზიკური დაპირისპირება აღარ მომხდარა.

უნივერსიტეტში ვითარების განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობდნენ - მოგვიანებით შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და სტუდენტური აქციების მონაწილეებს შორის. სტუდენტების უკმაყოფილება პოლიციის გადაწყვეტილებას მოჰყვა - არ შეეშვათ გარეთ მყოფი ახალგაზრდები შენობაში.

რამდენიმე მათგანმა უნივერსიტეტში შესვლა ფანჯრიდანაც სცადა. ინციდენტამდე ახალგაზრდებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პრეზიდენტის მრჩეველი შეხვდნენ.

ფიქრია ჩიხრაძემ ყველა მხარის პოზიცია მოისმინა. სამომავლო გეგმების შესახებ სტუდენტური აქციების მონაწილეები დღეს ისაუბრებენ. თუმცა, წინასწარ უკვე ცნობილია, რომ პროტესტი არ შეწყდება და მოთხოვნები გაიზარდა.

სტუდენტები ითხოვენ გუშინ ჟურნალისტებსა და სტუდენტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. სტუდენტები თვითმმართველობის ლიდერების გადადგომასაც ითხოვენ.

სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ რუსთავი 2-თან ბოიკოტის რეჟიმს წყვეტენ და უბრუნდებიან თანამშრომლობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები