არ არის გამორიცხული უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დღეს კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცენ - ამის შესახებ ისინი ამ ეტაპზე ღიად არ საუბრობენ თუმცა აცხადებენ, რომ ლადო პაპავამ თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს.
მათ მთელი ღამე რექტორის მისაღებში გაათენეს, სადაც მანამდე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომას პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდა.
„მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, არ დაუშვათ სტუდენტებს შორის დაპირისპირება, ეს იქნება მიუტევებელი შეცდომა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე ლადო პაპავას გადადგომის საკითხი განიხილებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გადადგომას არ აპირებს თავად პაპავაც.
„სამოქმედო გეგმა იქნება სტუდენტებთან დიალოგი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი შევა ღრმა ჩიხში. რექტორის გადადგომა იწვევს კიდევ უფრო დიდ ჩიხს, ვიდრე დღეს არის უნივერსიტეტში,“ - განაცხადა ლადო პაპავამა.