უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განათლების მინისტრისგან წინადადება პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა.
თუმცა, მმართველ კოალიციაში საკითხის განსახილველად მზად არიან. კანონმდებლები განმარტავენ, რომ კომისიის შექმნას მკაფიო დასაბუთება სჭირდება.
არსებული რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილად მაღალი თანამდებობის პირი სახელდება.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
„თუ არსებობს რაიმე სახის დანაშაული, ნებისმიერი თანამდებობის პირი კანონის წინაშე თანასწორია,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.