20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ბლოკადის მერვე დღე და ისევ ორად გაყოფილი უნივერსიტეტი

ბლოკადის მერვე დღე, ისევ ორად გაყოფილი უნივერსიტეტი და მოთხოვნები, რომლებიც ჯერჯერობით არ იცვლება. სტუდენტურმა თვითმმართველობამ დღეს რექტორს მორიგი პირობა წაუყენა, თუმცა ლადო პაპავამ გადადგომის მოთხოვნას კვლავ უარით უპასუხა. თვითმმართველობამ ულტიმატუმის ვადა 23:00 საათამდე გაზარდა და თან პარალელურად იმ ზომებზე მსჯელობს, რითი უპასუხებს რექტორის გადაწყვეტილებას.

ამ დროისთვის სასწავლებლის ორი კორპუსია პარალიზებული. 115–ე აუდიტორია პირველ კორპუსშია გამაგრებული, თვითმმართველობა კი მეზობელ შენობაში. დღეს უნივერსიტეტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი დაპირიპირებული მხარე ძალით აპირებდა სასწავლებლის შენობაში შეჭრას. უნივერსიტეტის თვითმმართველობის მოთხოვნებს კი კი დღეს სოლიდარობა კიდევ ორმა უმაღლესმა სასწავლებელმა გამოუცხადა.

დღის ბოლოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდა განათლების მინისტრი. თამარ სანიკიძემ მათ უნივერსიტეტში არსებული ვითარების დასტაბილურებისთვის გონივრული ვადა მისცა.

საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის რექტორთან ლადო პაპავასთან. პაპავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოთხოვნის შესრულებას და თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

ავტორები: ელისოჯარიაშვილი, მარიამშანშიაშვილი

დღის ამბები