ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომისია რეგიონებში საჯარო განხილვებს გამართავს. კომისიის დასაკომპლექტებლად კონსულტაციები დღეიდან იწყება.
ინიციატივის ავტორი მთავრობაა. ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ოჯახის განმარტების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობად დაზუსტება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონი ამ საკითხს ისედაც არეგულირებს და დამატებით ჩარევას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ რესპუბლიკელებს.