20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
კამპანია "ეს შენ გეხებას" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ

კამპანია ეს შენ გეხებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შემოუერთდნენ - ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, პროფკავშირების რეგიონული და ცენტრალური ოფისები, ქალთა მოძრაობა და სამოქალაქო განვითარების რეგიონული ქსელი.

საპროტესტო აქცია ხვალ თბილისში გაიმართება. კამპანიაში ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ფარული მიყურადების და პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებს.

პროფკავშირების ლიდერი აცხადებს, რომ დაშანტაჟების მსხვერპლი მისი ორგანიზაციის წევრებიც ყოფილან.

„შანტაჟის გზით, ფარული მოსმენით ჩვენი წევრები არაერთხელ დაუშანტაჟებიათ. საქართველოში ტარაკანების, სიბინძურის დრო უნდა დასრულდეს, ამის დამთავრება შეუძლებელია თუ საზოგადოებამ ღიად და ყველამ ერთად არ უთხრა უარი იმ მარაზმს, რასაც თვალყურს ვადევნებთ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში,“- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია აპოლიტიკურია. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ აქციაზე პოლიტიკოსებს დასწრება შეუძლიათ, თუმცა ის მოუწოდებთ მათ, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური ატრიბუტიკის გამოყენებისკენ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები