20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
მაკა ასათიანსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი რამდენიმე საათის წინ ტელეფონით ესაუბრა გია გაჩეჩილაძეს, ამ საუბრის და მოლაპარაკებების მიზეზი ჟურნალისტების მიერ შემუშავებული 5 პუნქტიანი მოთხოვნები იყო.

”მაკა ასათიანი ითვალისწინებს ჟურნალისტების თხოვნას, გაეცნო 5 პუნქტიან პირობებს და თვლის, რომ როგორც ადრე, ახლაც უნდა გაუწიოს ანგარიში ჟურნალისტების მოსაზრებებს ამიტომ დაიწყო კომუნიკაცია რათა გაირკვეს არსებობს თუ არა რაიმე რესურსი, მოლაპარაკების მისაღწევად, ამ დონეზე კომუნიკაცია შედგა,“ - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

შ.პ.ს. ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მთავარია, რომ მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.

“მე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ ქალბატონმა მაკამ გამოთქვა სურვილი მოლაპარაკებების თანამშრომლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია. სწორედ იმიტომ არის კარგი მოლაპარაკება, რომ მოლაპარაკებაზე გამოჩნდება ვინ დგას ვის მხარეს. მთავარია რომ მოლაპარაკება სწორეს წარიმართოს და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული,“ - აღნიშნა კიკაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მაკა ასათიანმა განცხადება გაავრცელა და გამოთქვა მზადყოფნა ჟურნალისტების ხუთ პუნქტიანი მოთხოვნის გასათვალისწინებლად.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები