სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო - გაუქმდება თუ არა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება TV საქართველოს წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში გაირკვევა.
TV საქართველოს ადვოკატებმა სხდომაზე ის არგუმენტები ჩამოთვალეს, რომელიც მათი თქმით, კომპანიის წილების დაყადაღების გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებს.
თამაზ ურთმელიძემ, TV საქართველოს წილები, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მაშინ დააყადაღა, როდესაც კომპანიის წილების გასხვისება, ხელშეკრულების საფუძველზე კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ში 6 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა.
განსხვავებული პოზიცია აქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატს. პაატა სალია აცხადებს რომ, ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წილების გასხვისება იგეგმებოდა, ბუნდოვანია და ის რუსთავი 2–ს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებდა.
ხელშეკრულების პირობებIსა და წილების გასხვისების არგუმენტები მოსამართლეთა კოლეგიას ტელეკომპანია რუსთავი2–ის გენერალურმა დირექტორმა წარუდგინა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, ირაკლი შეწირული.