20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"სირიაში, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა" - ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ვახა ბუგიევზე

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაიღუპვის თაობაზე საუბრობენ პანკისში. ადგილობრივების ინფორმაციით, 39 წლის ვახა ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა. როგორც მათ კურიერთან განაცხადეს, ის სავარაუდოდ საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან. 

"ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, ყავდა ცოლ-შვილი, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დღეს დაღუპულა, რა ვითარებაში, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, დაბომბვისას,“ - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი. 

დღის ამბები