20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე -საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს რუსთავი2-სა და ტვ-საქართველოს იურისტების ერთდროულად ორ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მხარე საერთო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას ითხოვს, რომელიც ანტიკონსტუტუციურ განმარტებას ან კანონს ეფუძნება.

ადვოკატების მეორე სარჩელი კი იმ ნორმის ანულირებისკენ არის მიმართული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო საქმეებზე არ მიიჩნევს ახლად გამოვლენილ გარემოებად და შესაბამისად, მხარეებს არ აძლევს საშუალებას მოითხოვონ საქმის წარმოების განახლება.

შესაბამისი სარჩელი იურისტებმა საკონტიტუციო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. დღეს მოსამართლეთა კოლეგია ორივე მხარის პოზიციებს მოისმენს.

 

 

დღის ამბები