20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
"განათლების მინისტრი იტყუება, როცა ამბობს რომ 80% შევასრულე სტუდენტების მოთხოვნის,"-"აუდიტორია 115-ის" წევრი

ვიდრე პრემიერმინისტრი სტუდენტებთან შეხვედრაზე მივიდოდა სტუდენტები არ გამორიცხავდნენ,  რომ  მომდევნო დღეებში მომხდარიყო სხვადასხვა კორპუსების პიკეტირება. ისინი მე-6 კორპუსის დაკავების მიზეზებზეც საუბრობენ.

“მე-6 კორპუსის დაკავება, ეს გამოიწვია იმან, რომ განათლების სამინისტრომ სრულიად უფუნქციო მინისტრმა და სრულიად უფუნქციო სამინისტრომ არაფერი არ გააკეთა, ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ შეასრულა. ის იტყუება როცა ამბობს, რომ 80 პროცენტი შევასრულე სტუდენტების მოთხოვნის. მხოლოდ ერთი რაღაც, მხოლოდ სახელდების შეცვლა, როცა რაღაცას ცვლი აუცილებლად შინაარსიც უდნა  შეცვლო,“ - განაცხადა თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის ერთ-ერთმა წევრმა.       

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პრემიერმინისტრი სტუდენტებს ხვდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები