გავრცელებულ ინფორმაციას, მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, საია ეხმაურება.
ახალგაზრდა იურისტების თქმით, ამ ქმედებით ჩრდილი მთლიანად მოსამართლის ინსტიტუტს ადგება.
“კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა”, - წერია საიას განცხადებაში, სადაც ორგანოზაცია ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში კი აცხადებენ, რომ "სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები.“