20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
„4 წლის თავზე ერთადერთი, ვისაც ბინას გადასცემენ, ბიძინას პირადი მოსამართლე ტურავაა“ - გიორგი კირთაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხს განიხილავენ დღეს ქალაქის საკრებულოში. დღევანდელი სხდომა შესაძლოა ისეთივე ხმაურიანი იყოს, როგორც გუშინ ბიურო.

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისებას და ფართის ტურავასთვის გადაცემას ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობა.

„4 წლის თავზე დაპირების მიუხედავად, არც ერთ ადამიანს ბინა არ გადასცეს, ერთადერთი, ვისაც ბინას გადასცემენ, ეს არის ბიძინას პირადი მოსამართლე ბატონი ტურავა,“ - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ასევე საკითხს ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები.

საკითხის გადასაწყვეტად ბათუმის საკრებულოს 25 წევრიდან 13 წევრის თანხმობაა საჭირო. ამ ეტაპზე ქონების გასხვისებას საკრებულოს 9 წევრი ეწინააღმდეგება.

დღის ამბები