03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში უკვე 26 წელია ამ თარიღს აღნიშნავენ. მას საქართველოც შუერთდა და ღონისძიებები თბილისშიც გაიმართება. კონფერენციის დევიზია -"0 აივ-ინფექციის ახალი შემთხვევა, 0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა, 0 აივ-ასოცირებული დისკრიმინაცია".

დღესვე ჩატარდება კონფერენცია. ასევე გაიმართება გამოფენა, სადაც აივ-ინფექციით დავადებულთა ნამუშევრები გამოიფინება. ქუჩებში კი სპეციალური ჯგუფები მსურველებს უფასო ტესტირებას ჩაუტარებენ აივ-ინფექციაზე და პასუხსაც რამდენიმე წუთში ეტყვიან.

საქართველოში, დღეის მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებულია 4 ათას 600-ზე მეტი შემთხვევა. მათგან 3 ათას 400-ზე მეტი მამაკაცია. ათას 200-ზე მეტი კი ქალი. ამ ეტაპზე აივ-ინფექციაზე 45 ბავშვს მკურნალობენ.

1 დეკემბერი 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აივინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.

დღის ამბები