03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ჩხუბი "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში მომხდარი დაპირისპირების გამო გადაცემა რამდენიმე წუთით შეწყდა. ტოქშოუს მიმდინარეობისას, რომელიც რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებას ეხებოდა, ერთმანეთს "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" წევრი დაუპირისპირდნენ.

არჩილ ჭყოიძეს ოპონენტმა სახეში მუშტი ჩაარტყა. შეხლა-შემოხლამდე არჩილ ჭყოიძეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა "რუსეთის აგენტი“ უწოდა. ჭყოიძემ კი მას ბრალი ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების გატარებაში დასდო.  სწორედ ეს გახდა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. 

დღის ამბები