გამაფრთხილებელი აქცია სვანეთში, ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალურ გზის ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე შეიკრიბა. ხალხი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მათ ხე-ტყის მოჭრასა და რეალიზაციას უკრძალავს.
ადგილობრივების მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით რეგიონში ხელი შეეწყო ბიზნესის მონოპოლიას, მცირე მეწარმეები კი უსახსროდ დარჩნენ.
ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შეთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ბრალდებებს უპასუხეს გარემოს დაცვის სამინისტროში.