20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - დღევანდელ პროცესს მედიაექსპერტები და არასამთავრობოები დაესწრებიან

რუსთავი 2-ის საქმე - დღევანდელ პროცესს მედიაექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. ისინი საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ პროცესები დაჩქარებულად წარიმართოს.

მათი შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვამ და გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები არ უნდა დატოვოს, რადგან ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

არასამთავრობოების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინა საარჩევნო პერიოდში მედია-პლურალიზმი იყოს შენარჩუნებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, იმ გადაწყვეტილებაში, რასაც სასამართლო მიიღებს, არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს.

„საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ქვეყნის რეპუტაციაზე, ეს გადაწყვეტილება განხილული იქნება წინასაარჩევნო კონტექსტში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები