20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა უკვე დააყენეს ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობას. ამის საფუძველს, რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე არის იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც იცავდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის უფლებებს, მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობდა რუსთავის 2-ის პროცესების თაობაზე.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა კი მოითხოვა სასამართლო კოლეგიას არ დაეკმაყოფილებინა ადვოკატების შუამდგომლობა.

მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ გუჯაბიძის აცილების მოთხოვნა დამყარებულია ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის განცხადებებზე და ასევე იმ ფაქტზე, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ჯგუფელი იყო, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია. 

დღის ამბები