რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დააყენა მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა.
გვარამიას თქმით, შორენა ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა. გვარამიას თქმით, აუცილებელია შორენა ყაველაშვილი ჩანაცვლდეს ისეთი მოსამართლით, რომელსაც გვარამიასთან შემხებლობა არ ჰქონდა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი კი გვარამიას შუამდგომლობას ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
მოსამართლე შორენა ყავლაშვილმა თვითაცილებაზე უარი განაცხადა. მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობს. სასამართლო პროცესზე კვლავ შესვენება გამოცხადდა.